შაბათის სკოლის 4 ივლისის შემაჯამებელ წერაზე წერის მიმდინარეობისას პირბადის გაკეთება აღარ არის სავალდებულო (მოსწავლე უნდა გამოცხადდეს პირბადით, რომელიც შეუძლია მოიხსნას წერის მიმდინარეობისას).

შაბათის სკოლის 4 ივლისის შემაჯამებელ წერაზე წერის მიმდინარეობისას პირბადის გაკეთება აღარ არის სავალდებულო (მოსწავლე უნდა გამოცხადდეს პირბადით, რომელიც შეუძლია მოიხსნას წერის მიმდინარეობისას).

 

ძვირფასო მშობლებო, როგორც იცით მე-6 კლასის მე-3 მოდულის შემაჯამებელი წერის ჩატარება გვიწევს უჩვეულო რეჟიმში. იმისათვის, რომ არ გვქონდეს შეფერხებები, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ 04 ივლისის წერაზე თქვენთვის და თქვენი შვილებისათვის საჭირო ინფორმაციას.

 

წერის თარიღი - 04 ივლისი, შაბათი;

 

ადგილი: კომაროვის სკოლა, ვაჟა-ფშაველას N49

 

რეგისტრაციის დაწყების დრო: 07:30 საათიდან.

 

წერის დაწყების დრო: დაახლოებით 08:30.

 

წერის ხანგრძლივობა: 2,5 საათი.

 

იმისათვის, რომ არ შეფერხდეს პროცესი, თქვენ უკვე იცით თქვენი შვილების საგამოცდო სექტორების ნომრები. გთხოვთ, შავი სამუშაოებისათვის განკუთვნილ რვეულებზე მოსწავლეებს ამოწერილი ჰქონდეთ სექტორის ნომერი და ადგილი. აქვე გაცნობებთ, რომ მოსწავლეთა აღჭურვასთან დაკავშირებით არის სიახლე. კერძოდ, მოსწავლე აუცილებლად უნდა გამოცხადდეს სკოლაში პირბადით, რომელსაც, სურვილის შემთხვევაში, მოიხსნის წერის მიმდინარეობისას.

 

კომაროვის სკოლის წინა ტერიტორია (ვაჟა-ფშაველას გამზირის გასასვლელი პირველ და მეორე კვარტლებს შორის) არის ვიწრო ქუჩა. ამიტომ სასურველია, ვინც მოსწავლეს მოიყვანს მანქანით, მანქანა დააყენოს ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ან ახლომდებარე კვარტლებში.

 

ასევე, გაითვალისწინეთ, რომ მშობლები სკოლის ტერიტორიაზე არ დაიშვებიან.

 

კომაროვის სკოლა გისურვებთ  ჯანმრთელობასა და წარმატებას!


ზემოთ